„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016836
396
03/12/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
040110000.22.033.016836
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №396

2015 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010 წ., №130, მუხლი 1897) დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების“ (დანართი №1):

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით).“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს მე-6 მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი-მე-4 და მე-8 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასური მრგვალდება  სტანდარტული მათემატიკური   წესებით,  ერთი თეთრის  სიზუსტით.

 7.  ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებსა და მათ ნაწარმზე. აღნიშნული ქონების განმეორებით აუქციონზე რეალიზაციისას,  იმავე ფასით რეალიზაციის ან ფასის შემცირების  ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია:

 ა) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე;

 ბ)  თუ ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი სარეალიზაციო  საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე;

გ)  თუ ამ მუხლის ,,ბ“  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების  საწყისი სარეალიზაციო   საფასურის არაუმეტეს  70%-ით შემცირების თაობაზე;

დ)  თუ ამ მუხლის ,,გ“  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი  სარეალიზაციო საფასურის 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა, რომელიც უნდა შეადგენდეს  ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასურის არანაკლებ 10%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით,  ერთი თეთრის  სიზუსტით).  უპირობო და გამოუხმობი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.   სააგენტოს გენერალური დირექტორი  განსაზღვრავს   სავაჭრო  ბიჯის სიდიდეს, რომელიც  უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასურის  2%-ს (მრგვალდება  სტანდარტული მათემატიკური   წესებით,  ერთი თეთრის  სიზუსტით).“;

გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-20 და 21-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,20. ამ მუხლის  მე-15 – მე-18 და 21-ე პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.

21.  ამ მუხლის მე-15 – მე-18 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებსა და მათ ნაწარმზე. აღნიშნული ქონების განმეორებით აუქციონზე რეალიზაციისას, იმავე ფასით რეალიზაციის ან ფასის შემცირების  ოდენობის თაობაზე,  გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპის დაცვით. “.

4. მე-15 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების სარეალიზაციო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.“.

5. მე-16 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „6. ამ მუხლის  მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების სარეალიზაციო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური