დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების კვებით უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016596 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/01/2016 - 09/02/2022)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების კვებით უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების ძირითადი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის დღიური იჯრა თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების კვებით უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 2 დეკემბრის №166 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების ძირითადი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის დღიური იჯრა (ზრდასრული ძაღლებისათვის)
შენიშვნა: 1. საკვები ნივთიერებების დღიური ნორმა მერყეობს ძაღლის ჯიშის, სქესის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, დატვირთვების და გარემო პირობების გათვალისწინებით. 2. დამატებით ვიტამინები და სხვა მინერალები მიეცემა ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტის გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურო ძაღლების ძირითადი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფის დღიური იჯრა (ლეკვებისა და მოზარდი ძაღლებისათვის)
შენიშვნა: 1. საკვები ნივთიერებების დღიური ნორმა მერყეობს ლეკვისა და მოზარდი ძაღლის ჯიშის, სქესის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, დატვირთვების და გარემო პირობების გათვალისწინებით. 2. დამატებით ვიტამინები და სხვა მინერალები მიეცემა ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტის გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სასამსახურე ძაღლების მშრალი საკვებით უზრუნველყოფის დღიური იჯრა
შენიშვნა: 1. მშრალი საკვების დღიური ნორმა მერყეობს ძაღლის ჯიშის, სქესის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, დატვირთვის, გარემო პირობების (საცხოვრებელი პირობების ჩათვლით) და მშრალი საკვების კალორიულობის (100 გრ-ში 350–450 კკალორიის შემცველობით) შესაბამისად. 2. ავადმყოფი ძაღლებისათვის ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტის ნებართვით დასაშვებია 100-1200 გრამი რაოდენობის ბრინჯის, ჰერკულესის ფაფის ან სხვა, დიეტურად მიჩნეული პროდუქტის, აგრეთვე დამატებით ვიტამინებისა და სხვა მინერალების გაცემა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები