,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ,,სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ,,სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 10/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
105
05/06/2009
სსმ, 70, 10/06/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ,,სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2009 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ

    მუხლი 1.

სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის შეუფერხებელი მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის 2.1.4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო აერონავიგაციის ინტერესებიდან გამომდინარე:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია დაინიშნოს სამოქალაქო ავიაციის დარგში „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“.

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს შპს „საქაერონავიგაციამ“.

3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

    მუხლი 2.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების (მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენა და დანერგვა) დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

    მუხლი 3.

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ქონების (საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნის გათვალისწინებით) შპს „საქაერონავიგაციისათვის“ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ ერთ თვეში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

    მუხლი 5.

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოდ“ დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №354 განკარგულება.

    მუხლი 6.

1. დადგენილება, გარდა მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

2. დადგენილების მე-4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ნ. გილაური