დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.175.016097 |
|
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18 დადგენილებით (matsne.gov.ge 010260020.35.175.016070. 01/04/2015) დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:
1. 1-ლი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 103, 148-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 150-ე,1501, 151-ე, 152-ე ,1534 მუხლებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში სამსახური ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს.’’ . 2. მე-3 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) ახორციელებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 513 , 533, 55-ე, 552, 103, 148-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 150-ე,1501, 151-ე, 152-ე ,1534 მუხლებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები