„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018990
603
02/12/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
010120000.10.003.018990
„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №603

2015 წლის 2 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.  26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით,  მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი.

„31. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3.  32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სავიზო განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს, სამინისტრო უფლებამოსილია, სავიზო განაცხადში შეიტანოს შესწორება  წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად და ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია ხელმეორედ გამოითხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო  ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.“.

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში,  უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი