ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე გაცემის შესახებ

  • Word
ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მიღების თარიღი 01/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
01/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე გაცემის შესახებ
ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის

2015 წლის ანგარიში

 

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად დ ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიშს:

  ა) რესურსცენტრში სულ შემოვიდა 18 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

  ბ) დაკმაყოფილდა 18 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

  გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

  დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნა არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

  ე) რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

  ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 

ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი                                                                             მანანა ჩიკვაიძე