დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016303 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის „გ.ბ" პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2013, 010250020.35.153.016145) და დანართი 1-ის მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს 21 და 22 მუხლები:
„მუხლი 21 გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური სამსახურების ელექტრონულ საქმისწარმოებას. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული საქმისწარმოება ხორციელდება ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის" მეშვეობით. მუხლი 22 ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. გამგეობის საქმისწარმოებაში ადმინისტრაციულმა სამსახურმა გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუნიციპალურ სამსახურში უზრუნველყოს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტორიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ დანერგვა; ბ) ავტომატიზირებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის" დანერგვა. 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები