„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016302
52
30/11/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
010250020.35.153.016302
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2015 წლის 30 ნოემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის „გ.ბ" პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250020.35.153.016209) და დანართი 1-ის მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 და 72 მუხლები:

მუხლი 71 საქმის წარმოება გამგეობაში

1. გამგეობაში  ხორციელდება ელექტრონული საქმის წარმოება.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.

4. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

5. გამგეობის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

მუხლი 72 ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. ამ დებულების 71 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით გამგეობის ადმინისტრაციულმა  სამსახურმა ყველა მუნიციპალურ სამსახურში უზრუნველყოს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ დანერგვა;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა;

გ) გამგეობის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი