„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016167
40
30/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
010320040.32.061.016167
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №40

2015 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №8, 2.04.2007წ., მუხლი 27) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის „ვ“, „ზ“ და „თ“ პუნქტები ამოღებულ იქნეს;

2. დებულების მე-5 მუხლის „ე“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;

3. დებულების მე-5 მუხლის „ზ“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეპარტამენტის სისტემაშია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა (ვ. ბასარია) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3

ა) ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                         ვ. ყოლბაია