„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N17დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016163
36
27/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
010340000.32.061.016163
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N17დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N17დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №36

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზეაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის  შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №17 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29.04.2015, 010340000.32.016144) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და  საქვეუწყებო დაწესებულების  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და  საქვეუწყებო დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“.

4. დანართის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობების  დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.“;

ბ) მე-2  მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“;

გ) 21 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“;       

ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:“;     

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);

გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას ან/და მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს;

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

თ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

კ)  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.“;

ზ) მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.

თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;

გ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას).    ამ ქვეპუნქტის მოთხოვნებისგან თავისუფლდება  უმაღლესი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft PowerPoi№t, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანება „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №262 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №263 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების დამტკიცების შესახებ“;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის  კანონი;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.“.

5. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

„მუხლი 16

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის  სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრს ან მაგისტრთან გათანაბრებულს);

ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;

გ) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ამ ქვეპუნქტის მოთხოვნებისგან თავისუფლდება უმაღლესი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft PowerPoi№t, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I და III თავები);

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №362 ბრძანება „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;

თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №262 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ი) საქართველოს  იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №263 ბრძანება „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების დამტკიცების შესახებ“;

კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის  შემსრულებელი                                                        ვ. ყოლბაია