დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016299 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში (სსმ, 25.12.2014; 190020020.35.153.016250) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 3. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 9 291,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; დ) დადგენილების მე-4 მუხლში და მე-4 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 421,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 792,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ე) დადგენილების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ვ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.3 და 2.3 ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.2.3. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და რეაბილიტაცია, სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია; მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების საქლორატორო სადგურების მოწყობა; მიმდინარე წელს გაგრძელდება წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: საგურამო, ჯიღაურა, ზაქარო, ბიწმენდი, ძეგვი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, წილკანი, უფურეთი, ფრეზეთი, ახალდაბა, პატარა ქანდა, მუხრანი, ნაოზა, მისაქციელი, ნიჩბისი, კოტორაანთკარი, ძალისი, ვაზიანი, ქსოვრისი, მამკოდა, ქანდა. 2015 წელს დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის და გამრიცხველიანების სამუშაოები სოფლებში: ერედა, წილკანი, ნატახტარი, ქვემო ნიჩბისი, ნავდარაანთკარი, ნავაზი, მუხათწყარო, ლისი, მუხრანი, ფრეზეთი, წილკანი, ძალისი, ზაქარო, ნაფეტვრები, მსხალდიდი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, არაშენდა, წინამძღვრიანთკარი, ძეგვი, წოდორეთი, ერედა, ჭილაანთკარი, ქსოვრისი, გალავანი.
2.3. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში 2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება; მიმდინარე წელს განხორციელდება 2015 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობების და მაგისტრალის, გზების და შიდა ქუჩების, ასევე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები“; ზ) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები