„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1919
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016329
1919
01/12/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
010170000.22.029.016329
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1919

2015 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) პირველი მუხლის, პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში წესი) (დანართი №1) მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება მინისტრს.

2. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, დევნილი ოჯახი ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეთავაზებული კონკრეტული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 პუნქტები:

„141. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-14 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით.“ .

142. ამ მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს  განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ფართის კონკრეტულ მისამართს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი