„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016245
44
27/11/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
010250000.35.112.016245
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №40 დადგენილების (matsne.gov.ge, 05.11.2014 წ., 010250000.35.112.016195) პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეული სოფლების ქვიანის, ჩოლობარგის, ჭყონაგორას, ჯაპანას, ნიგოითისა და ჯიხეთის მონასტრის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შუხუთის ადმინისტრაციული ერთეული სოფლების ზემო შუხუთის და ქვემო შუხუთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე