დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.172.016107 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ლ“ ქვეპუნქტი: „ა.ლ) იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების აღდგენის საკითხზე.“; ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.მ“ ქვეპუნქტი: „ა.მ) ქმნის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას.”; გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141 მერის თანაშემწე 1. მერის თანაშემწე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის თანაშემწე უფლებამოსილია: ა) წარმოადგინოს მერი საკრებულოსთან ურთიერთობისას; ბ) ხელს უწყობს მერს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში. 3. მერის თანაშემწე ანგარიშვალდებულია მერის შინაშე. დ) დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები