„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.170.016156
76
26/11/2015
ვებგვერდი, 30/11/2015
010250000.35.170.016156
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №76

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 14/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.170.016031) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-გეგმარებითი და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა შესწავლისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.“;

ბ)  36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. საცხოვრებელ ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შენახვა

1.  საცხოვრებელი  ზონა  2  (სზ-2):  განაშენიანების  დომინირებული  სახეობაა  ერთ-ნინიანი საცხოვრებელი სახლები:

2.საცხოვრებელი ზონების ცალკეულ ქვეზონებში სატრანსპორტო  საშუალებების შენახვის რეკომენდირებული სახეობაა ავტოსადგომი რელიეფის გამოყენებით (მიწისქვეშა ავტოსადგომები).

3. სისტემურად მოწყობილ (ჩამოყალიბებულ) ავტოფარეხებს შორის დარჩენილი ცარიელი სივრცე  შესაძლებელია  შეივსოს  მსუბუქი კონსტრუქციის დროებითი შენობა-ნაგებობით. დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც  დროებითი შენობა-ნაგებობა თვითმმართველი ერთეულის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.“;

 გ)  36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე მუხლი:

„მუხლი 37. ქალაქთმშენებლობითი ზონების  ტერიტორიების  გამოყენების     დაშვებული სახეობების  ჩამონათვალი:

1.  საცხოვრებელი  ზონა  2  (სზ-2):  განაშენიანების  დომინირებული  სახეობაა  ერთ-ბინიანი საცხოვრებელი სახლები:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობაა); ბაღი;

ა.ბ) სკვერი;

ა.გ) საოჯახე საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);

ა.დ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

ა.ე) ინდივიდუალური სამეწარმეო  და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ა.ვ) საბავშვო და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

ა.ზ) საჯარო სკოლა;

ა.თ) ღია საცურაო აუზი;

 ა.ი) სპორტული მოედანი;

ა.კ) ამბულატორია;

ა.ლ) აფთიაქი;

ა.მ) კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

ა.ნ) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

ა.ო) საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ა.პ) ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი;

ა.ჟ) დაწყებითი სკოლა.

ბ) ტერიტორიების   გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც  საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა) პარკი;

ბ.ბ) ბულვარი;

ბ.გ) განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;

ბ.დ) პოლიკლინიკა;

ბ.ე) ბარი;

ბ.ვ) კაფე;

ბ.ზ) საყოფაცხოვრებო მოსმახურების ობიექტი;

ბ.თ) საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ჯიხურები, დროებითი პავილიონი;

ბ.ი) ბანკის ფილიალი, განყოფილება;

ბ.კ) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

ბ.ლ) ოფისი და კანტორა;

ბ.მ) საერთო სარგებლობის და ავტოსადგომი;

ბ.ნ) საკულტო შენობები და ნაგებობები.

2. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3): დაბალი  ინტენსივობის  საცხოვრებელი ზონა,  სადაც განაშენიანების  დომინირებულ  სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);

ა.ბ) განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა);

ა.გ) ბაღი;

ა.დ) სკვერი;

ა.ე) საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);

ა.ვ) საბავშვო მოედნები;

ა.ზ) საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);

ა.თ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

ა.ი) ინდივიდუალური  სამეწარმეო  და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ა.კ) საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

ა.ლ) დაწყებითი სკოლა;

ა.მ) საშუალო სკოლა;

ა.ნ) ღია საცურაო აუზი;

ა.ო) სპორტული მოედანი;

ა.პ) ამბულატორია;

ა.ჟ) აფთიაქი;

ა.რ) კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისთვის);

ა.ს) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

ა.ტ) საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;

ა.უ) ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი.

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა) პარკი; ბულვარი; პოლიკლინიკა; ბარი;

ბ.ბ) კაფე;

ბ.გ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიქტი;

ბ.დ)ჯიხურები, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ბ.ე) ბანკის ფილიალი, განყოფილება;

ბ.ვ) სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი;

ბ.ზ) ოფისი და კანტორა;

ბ.თ)პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

ბ.ი) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

ბ.კ) საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი;

ბ.ლ) საკულტო შენობები და ნაგებობები.

3. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5): საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) ინდივიდუალური და განაშენიენების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);

ა.ბ)პარკი,

ა.გ) ბაღი;

ა.დ) სკვერი;

ა.ე) ბულვარი;

ა.ვ) საბავშვო მოედანი;

ა.ზ) ინდივიდუალური  სამეწარმეო  და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში  და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ა.თ) საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

ა.ი) დაწყებითი სკოლა;

ა.კ) საშუალო სკოლა;

ა.ლ) პოლიკლინიკა;

ა.მ) ამბულატორია;

ა.ნ) აფთიაქი;

ა.ო) სპორტული დარბაზი;

ა.პ) ღია საცურაო აუზი;

ა.ჟ) სპორტული მოედანი;

ა.რ)კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის,  გამოფენებისათვის);

ა.ს)კინოთეატრი;

ა.ტ) საინფორმაციო ცენტრი;

ა.უ)საგამოფენო დარბაზი;

ა.ფ) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

ა.ქ)სამრეწველო საქონლის მაღაზია;

ა.ღ) სასურსათო მაღაზია;

ა.ყ) უნივერსალური მაღაზია;

ა.შ) ბარი;

ა.ჩ) კაფე;

ა.ც) სწრაფი კვების ობიექტი;

ა.ძ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

ა.წ) საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;

ა.ჭ) ბანკის ფილიალი, განყოფილება;

ა.ხ) იურიდული კონსულტაცია;

ა.ჯ) სანოტარო კანტორა;

ა.ჰ) ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი;

ა.ჰ1) საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი;

ა.ჰ2) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

ა.ჰ3) ოფისი და კანტორა.

ბ) ტერიტორიების    გამოყენებისა    და    განაშენიანების    დასაშვები    სახეობები,    რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა) საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;

ბ.ბ)ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

ბ.გ) მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

ბ.დ) საავადმყოფი;

ბ.ე) საცურაო აუზი;

ბ.ვ) თეატრი;

ბ.ზ) საქალაქო ბიბლიოთეკა;

ბ.თ)არქივი;

ბ.ი) მუზეუმი;

ბ.კ) საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

ბ.ლ) რესტორანი;

ბ.მ) კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ბ.ნ) ბანკი;

ბ.ო) მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

ბ.პ) სასამართლო

ბ.ჟ) პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

ბ.რ) სახანძრო დეპო;

ბ.ს) სასტუმრო;

ბ.ტ) საზოგადოებრივი ტუალეტი;

ბ.უ) ავტოგასამართი სადგური;

ბ.ფ) საკულტო შენობები და ნაგებობები.

4. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6): მაღალი  ინტენსივობის  საცხოვრებელი  ზონა,  სადაც  განაშენიანების  დომინირებულ  სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები:

ა) ტერიტორიებისა გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) განაშენიანების   საშუალო   და   მაღალი   ინტენსივობის   მრავალბინიანი   საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა);

ა.ბ) საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;

ა.გ) პარკი;

ა.დ) ბაღი;

ა.ე) სკვერი;

ა.ვ) ბულვარი;

ა.ზ) საბავშვო მოედანი;

ა.თ) ინდივიდუალური  სამეწარმეო  და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ა.ი) საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

ა.კ) დაწყებითი სკოლა;

ა.ლ) საშუალო სკოლა;

ა.მ) საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;

ა.ნ) პოლიკლინიკა;

ა.ო) ამბულატორია;

ა.პ) აფთიაქი;

ა.ჟ) სპორტული დარბაზი;

ა.რ) საცურაო აუზი;

ა.ს) სპორტული მოედანი;

ა.ტ) კლუბი;

ა.უ) კინოთეატრი;

ა.ფ) საქალაქო ბიბლიოთეკა;

ა.ქ) საინფორმაციო ცენტრი;

ა.ღ) საგამოფენო დარბაზი;

ა.ყ) პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;

ა.შ) სამრეწველო საქონლის მაღაზია;

ა.ჩ) სასურსათო მაღაზია;

ა.ც) უნივერსალური მაღაზია;

ა.ძ) ბარი;

ა.წ) კაფე;

ა.ჭ) სწრაფი კვების ობიექტი;

ა.ხ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

ა.ჯ) ოფისი და კანტორა;

ა.ჰ) საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;

ა.ჰ1) ბანკების ფილიალი, განყოფილება;

ა.ჰ2) იურიდიული კონსულტაცია;

ა.ჰ3) სანოტარო კანტორა;

ა.ჰ4) ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი.

ბ)    ტერიტორიების    გამოყენებისა    და    განაშენიანების    დასაშვები    სახეობები,    რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა) მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

 ბ.ბ) უმაღლესი სასწავლებელი;

ბ.გ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;

ბ.დ) თეატრი;

ბ.ე) არქივი;

ბ.ვ) მუზეუმი;

ბ.ზ) საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

ბ.თ) რესტორანი;

ბ.ი) კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობის და მოსმახურებისათვის;

ბ.კ) ბანკი;

ბ.ლ) მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

ბ.მ) ოფისი და კანტორა;

ბ.ნ) სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;

ბ.ო) სასამართლო;

ბ.პ) პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

ბ.ჟ) სახანძრო დეპო;

ბ.რ) სასტუმრო;

ბ.ს) საზოგადოებრივი ტუალეტი;

ბ.ტ) ავტოგასამართი სადგური;

ბ.უ) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;

ბ.ფ) საკულტო შენობები და ნაგებოები;

ბ.ქ) საავადმყოფო;

5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1): საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა):

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეოებები:

ა.ა) მრავალფუნქციური შენობა (რომელშიც    დომინირებულად    არ    არის    გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა);

ა.ბ) პარკი;

ა.გ) ბაღი;

ა.დ) სკვერი;

ა.ე) ბულვარი;

ა.ვ) საბავშვო მოედანი;

ა.ზ) საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;

ა.თ) დაწყებითი სკოლა;

ა.ი) საშუალო სკოლა;

ა.კ) საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება;

ა.ლ) უმღლესი სასწავლებელი;

ა.მ) პოლიკლინიკა;

ა.ნ) ამბულატორია;

ა.ო) აფთიაქი;

ა.პ) სპორტული აუზი;

 ა.ჟ) კლუბი;

ა.რ) კინოთეატრი;

ა.ს) თეატრი;

ა.ტ) საქალაქო ბიბლიოთეკა;

ა.უ) არქივი;

ა.ფ) საინფორმაციო ცენტრი;

ა.ქ) მუზეუმი;

ა.ღ) საგამოფენო დარბაზი;

ა.ყ) საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

ა.შ) სამრეწველო საქონლის მაღაზია;

ა.ჩ) სასურსათო მაღაზია;

ა.ც) უნივერსალური მაღაზია და სავაჭრო ცენტრი;

ა.ძ) ბარი;

ა.წ) კაფე;

ა.ჭ) რესტორანი;

ა.ხ) სწრაფი კვების ობიექტი;

ა.ჯ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

ა.ჰ) საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

ა.ჰ1) ბანკის ფილიალი, განყოფიელება;

ა.ჰ2) ბანკი;

ა.ჰ3) მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

ა.ჰ4) ოფისი და კანტორა;

ა.ჰ5) სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;

ა.ჰ6) სასამართლო;

ა.ჰ7) იურიდიული კონსულტაცია;

ა.ჰ8) სანოტარო კანტორა;

ა.ჰ9) სასტუმრო;

ა.ჰ10) ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჯი.

ბ) ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლების საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა) საავადმყოფო;

ბ.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;

ბ.გ) ღია საცურაო აუზი;

ბ.დ) სპორტული მოედანი;

ბ.ე) საკონცერტო დარბაზი;

ბ.ვ) უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;

ბ.ზ) კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;

ბ.თ) სავაჭრო ცენტრი;

ბ.ი) კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მოსმახურებისათვს;

ბ.კ) პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

ბ.ლ) სახანძრო დეპო;

ბ.მ) საზოგადოებრივი ტუალეტი;

ბ.ნ) რკინიგზის სადგური;

ბ.ო) ავტოსადგური;

ბ.პ) აეროსადგური;

ბ.ჟ) ავტოგასამართი სადგური;

ბ.რ) კომუნალური და საინჟირო ტექნიკური ობიექტები;

ბ.ს) საკულტო შენობები და ნაგებობები.

6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა);

ა.ბ) განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა);

ა.გ) პარკი;

ა.დ) ბაღი;

ა.ე) სკვერი;

ა.ვ) ბულვარი;

ა.ზ) აფთიაქი;

ა.თ) კლუბი;

ა.ი) კინოთეატრი; თეატრი;

ა.კ) საკონცერტო დარბაზი;

ა.ლ) უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;

ა.მ) საქალაქო ბიბლიოთეკა;

ა.ნ) არქივი;

ა.ო) საინფორმაციო ცენტრი;

ა.პ) მუზეუმი;

ა.ჟ) საგამოფენო დარბაზი;

ა.რ) საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

ა.ს) უნივერსალური მაღაზია;

ა.ტ) სავაჭრო ცენტრი;

ა.უ) ბარი;

ა.ფ) კაფე;

ა.ქ) რესტორანი;

ა.ღ) სწრაფი კვების ობიექტი;

ა.ყ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

ა.შ) საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;

ა.ჩ) ბანკის ფილიალი, განყოფილება;

ა.ც) ბანკი;

ა.ძ) მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

ა.წ) ოფისი და კანტორა;

ა.ჭ) სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

ა.ხ) სასამართლო;

ა.ჯ) იურიდიული კონსულტაცია;

ა.ჰ) სანოტარო კანტორა;

ა.ჰ1) სასტუმრო;

ა.ჰ2) ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი;

ა.ჰ3) ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჯი;

ა.ჰ4) საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  დასაშვები სახეობები, რომელბიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა)დაწყებითი სკოლა;

ბ.ბ)საშუალო სკოლა;

ბ.გ)საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;

ბ.დ) უმაღლესი სასწავლებელი;

ბ.ე) პოლიკლინიკა;

ბ.ვ) კაზინო, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ბ.ზ) პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

ა.თ) აეროსადგური;

ა.ი) ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვესა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში;

ა.კ) კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;

ა.ლ) საკულტო შენობები და ნაგებობები.

7.  საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანუშნულების ფუნქციებით:

ა) ტერიტოეიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა);

ა.ბ) განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლი (არადომინირებული სახეობა);

ა.გ) პარკი;

ა.დ) ბაღი;

ა.ე) სკვერი;

ა.ვ) ბულვარი;

ა.ზ) აფთიაქი;

ა.თ) კლუბი;

ა.ი) კინოთეატრი;

ა.კ) თეატრი;

ა.ლ) საკონცერტო დარბაზი;

ა.მ) უნივერსალურისპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;

ა.ნ) საქალაქო ბიბლიოთეკა;

ა.ო) არქივი;

ა.პ) საინფორმაციო ცენტრი;

ა.ჟ) მუზეუმი;

ა.რ) საგამოფენო დარბაზი;

ა.ს) საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;

ა.ტ) უნივერსალური მაღაზია;

ა.უ) სავაჭრო ცენტრი;

ა.ფ) ბარი;

ა.ქ) კაფე;

ა.ღ) რესტორანი;

ა.ყ) სწრაფი კვბის ობიექტი;

ა.შ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;

ა.ჩ) საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;

ა.ც) ბანკის ფილიალი, განყოფილება;

ა.ძ) ბანკი;

ა.წ) მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;

ა.ჭ) ოფისი და კანტორა;

ა.ხ) სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;

ა.ჯ) სასამართლო;

ა.ჰ) იურიდიული კონსულტაცია;

ა.ჰ1) სანოტარო კანტორა;

ა.ჰ2) სასტუმრო;

ა.ჰ3) ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი;

ა.ჰ4) ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი;

ა.ჰ5) საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

ბ)  ტერიტორიების    გამოყენებისა    და    განაშენიანების    დასაშვები    სახეობები,    რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა)დაწყებითი სკოლა;

ბ.ბ)საშუალო სკოლა;

ბ.გ)საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება;

ბ.დ.)უმაღლესი სასწავლებელი;

ბ.ე)პოლიკლინიკა;

ბ.ვ)კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;

ბ.ზ)კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;

ბ.თ)პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;

ბ.ი.)აეროსადგური;

ბ.კ)ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში;

ბ.ლ)კომუნალური საინჟინრო და ტექნიკური ობიექტი;

ბ.მ) საკულტო შენობები და ნაგებობები.

8.   პერსპექტიული სარეკრეაციო   ზონა   (პრზ-2):   წარმოადგენს   სარეკრეაციო   ზონას,   რომელიც   მდებარეობს ზუგდიდის განაშენიანებული ტერიტორიების საზრვღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) პარკი;

ა.ბ) ბაღი; სკვერი;

ა.გ) ბულვარი;

ა.დ)დეკორატიული გაფორმების ობიექტი;

ა.ე)მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა,  ტრელაჟი,  საბავშვო  მოედანი,  შადრევანი,  დეკორატიული  აუზი,  წყლის  სასმელი, შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;

ა.ვ)სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;

ა.ზ)სპორტული მოედანი;

ა.თ)პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;

ა.ი)სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი;

ა.კ)ატრაქციონი;

ა.ლ)საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);

ა.მ)საზოგადოებრივი ტუალეტი.

ბ)    ტერიტორიების    გამოყენებისა    და    განაშენიანების    დასაშვები    სახეობები,    რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა)ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

ბ.ბ) სასტუმრო

ბ.გ)სამაყურებლო    ობიექტი    (ესტრადა,    ამფითეატრი,    საგამოფენო    დარბაზი,    ღია    და გადახურული კინოთეატრი);

ბ.დ)სპორტულ-ფიზკულტურული  ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საურაო აუზები);

ბ.ე)სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.

 ბ.ვ)ზოოპარკი;

ბ.ზ)კაფე, რესტორანი;

ბ.თ)სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები;

ბ.ი)სამეურნეო  ობიექტი  და  მისი  ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი  ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები;

ბ.კ)საკულტო შენობები და ნაგებობები;

ბ.ლ)ღია მიწისქვეშა ავტოსადგომები.

9.  სარეკრეაციო  ზონა (რზ): წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების   საზღვრებში   ან   მის   გარეთ   და   (p)   სადაც   დასაშვებია   დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება:

ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები; ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ა.ა) პარკი;

ა.ბ) ბაღი;

ა.გ) სკვერი;

ა.დ) ბულვარი;

ა.ე)მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა,  ტრელაჟი,  საბავშვო  მოედანი,  შადრევანი,  დეკორატიული  აუზი,  წყლის  სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა; სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;

ა.ვ)სპორტული მოედანი;

ა.ზ)პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;

ა.თ)სავაჭრო ჯიხურები, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი;

ა.ი)საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი ელინგი);

ა.კ)დასასვენებელი სახლი;

ა.ლ)დასვენების ბანაკი და ბაზა;

ა.მ)სანატორიუმი;

ა.ნ)სასტუმრო;

ა.ო)საზოგადოებრივი ტუალეტი.

ბ)   ტერიტორეიების    გამოყენებისა    და   განაშენიანების   დასაშვები   სახეობები,   რომელბიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:

ბ.ა)ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

ბ.ბ)სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი);

ბ.გ)მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;

ბ.დ)საავადმყოფო;

ბ.ე)პოლიკლინიკა;

ბ.ვ)ამბულატორია;

ბ.ზ)სპორტულ-ფიზკულტურული    ნაგებობა    (საწვრთნელი    ბაზა,    სპორტული    მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);

ბ.თ)ატრაქციონი;

ბ.ი)კაფე, რესტორანი;

ბ.კ)სამეურნეო  ობიექტი  და  მისი  ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი  ადმინისტრაციული

ბ.ლ)შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყოებები;

ბ.მ)საკულტო შენობები ნაგებობები.

10. სპეციალური ზონალური ნებართვის საფუძველზე მხოლოდ საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება ასევე დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციურ ზონებში:

ა) სარეკრეაციო ზონა 1 –(რზ-1):

ბ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 – (სდზ-2):

გ) სპეციალური ზონა - სპეცზ);

დ) საცხოვრებელი ზონებში;

ე) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3);

ვ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1);

ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 – ( სდზ-1);

თ) სატრანსპორტო ზონა - (ტზ);

ი) სანიტარიული ზონა - (სანზ):“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია