სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1435/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1435/ო
23/10/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

№ 02-1435/ო

2015 წლის 23 ოქტომბერი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი 1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის 385 დადგენილების შესაბამისად,

       ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:            

1. გაიცეს შპს ,,med care“-ზე (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №12/ლუბლიანას ქუჩა №66) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,med care“-ის დირექტორის რ. ლობჯანიძის განცხადებები: №89712 16.09.2015წ; №90072 17.09.2015წ., ადგილზე შემოწმების აქტი №99, 21.10.2015წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №15, 22.10.2015წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                           . თვალავაძე