ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016183
67
27/11/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
010260020.35.124.016183
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში “ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” (საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge; 13.10.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016170) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1.    მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.    34-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობა თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწოლეობის უზრუნველსაყოფად ქმნის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ პირობებს მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეთა შეხვედრების, გამგეობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალეობისათვის.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

„მუხლი 341. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა  არ უნდა იყოს 1/3-ზე ნაკლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელი მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებს, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს.

4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე