ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხის“ წევრებს შეტყობინება ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ

  • Word
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხის“ წევრებს შეტყობინება ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36/4
დოკუმენტის მიმღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
36/4
27/11/2015
ვებგვერდი, 30/11/2015
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხის“ წევრებს შეტყობინება ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა თავისუფლების მოედანი – ოთხი

წ ე ვ რ ე ბ ს

ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ

2015 წლის 11 დეკემბერს (პარასკევი) 1500 საათზე შედგება ბ.მ.ა. „თავისუფლების მოედანი – ოთხის” (შემდგომში – „ამხანაგობა”) წევრთა საერთო კრება დღის წესრიგით:

სასტუმრო „ციტადინის” მიერ ამხანაგობის ფასადზე (თავისუფლების მოედნის მხრიდან) შენობის თაღოვანი გასასვლელის ფრონტონზე სასტუმროს სახელწოდების განთავსების თხოვნის შესახებ;

ამხანაგობის წევრის, ბატონი ემზარ ღვინიანიძის მიერ შენობის ფასადზე სარეკლამო აბრის განთავსების შესახებ

სხვადასხვა.

კრება შედგება შპს „მარგის“ ოფისში. მის.: თბილისი, თავისუფლების მოედანი 4, კორ. 1, პირველი სართული, ოთახი 107. კრებაზე მოწვეული იქნება შპს „ამტელ ფროფერთის ჯორჯიასდირექტორის მოადგილე ნიკოლოზ გაგნიძე.

ამასთან ერთად განგიმარტავთ, რომ შპს „ამტელ ფროფერთის ჯორჯიასრეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, გარდა ჩვენი შენობის ფასადზე თვით რეკლამის განთავსების ნებართვისა საჭიროა შევთანხმდეთ ამ რეკლამის განთავსების ვადაზე და ღირებულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით , გთხოვთ წერილობით მოამზადოთ და წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები.

დღის წესრიგის გარშემო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს.

P.შ. შემდგომში ამხანაგობის წევრთა საერთო კრებები მოწვეული იქნება მხოლოდ ამხანაგობის წესდებით დადგენილი წესით.

 

  პატივისცემით,

 

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

თავისუფლების მოედანი – ოთხის თავმჯდომარე                                ქ. ჯიქია

 

 27 ნოემბერი , 2015 წელი