სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020384
  • Word
2418
10/11/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
000000000.00.003.020384
სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2418

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.00.218) და თხოვების უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონება მათი ექსპლუატაციის ვადით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს მისი ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ი. ღარიბაშვილი