ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020383
  • Word
2525
20/11/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
000000000.00.003.020383
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 525

2015 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  ა(ა)იპ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის   მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1.   სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ატარების მიზნით,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა,  სსიპ - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის საზეიმო გახსნის ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები 649 374 (ექვსას ორმოცდაცხრა ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარის ფარგლებში,  განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

          2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 21- მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების  განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“  სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული  მომსახურებ შესყიდვასთან (649 374 (ექვსას ორმოცდაცხრა ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარი) დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-11 და მე-12 მუხლებით  დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ - მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი