„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №596 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №596 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020382
  • Word
2524
20/11/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
000000000.00.003.020382
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №596 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 524

2015 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხი ს გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №596 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №596 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისათვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 622 000 (ექვსას ოცდაორი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი