დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2484 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020379 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2484
2015 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
1.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და, მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების 240-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტის ქართული მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| ლალი ღოღობერიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; |
| მარიამ გაბუნია | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; |
| ელზა ჯგერენაია | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| ეკატერინე ზვიადაძე | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| გიზო ჭელიძე | - | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; |
| თამთა ოტიაშვილი | - | ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი; |
| გიორგი შაკიაშვილი | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; |
| ირაკლი წიქორიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობებისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ქვეკომიტეტის მდივანი. |
2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 17 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები