დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020375 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2535
2015 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და ისლანდიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები