ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020370
2530
24/11/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
000000000.00.003.020370
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2530

2015 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფის, გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფისა და აღნიშნული გრანტით კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოხატოს თანხმობა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ნოტის ტექსტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 26 მილიონი იუანის ოდენობის გრანტის გამოყოფისა და აღნიშნული გრანტით კომბინირებული სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის შეძენასთან დაკავშირებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შემოსავლების სამსახურმა აწარმოონ კონსულტაციები და გააფორმონ შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხარესთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებით (26 მილიონი იუანი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შემოსავლების სამსახურისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად.
4. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის (26 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
შემოსავლების სამსახური.      
 

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი