,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016291
49
27/11/2015
ვებგვერდი, 30/11/2015
010260020.35.114.016291
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

 2015 წლის 27 ნოემბერი

დაბა ჩოხატაური

 

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში (სსმ, 28.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016200) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ა.თ) ამტკიცებს გამგების შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს, ახორციელებს შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ, მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“;
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 მუხლის მეხუთე პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,5 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.”.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე