დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016276 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №46 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30/12/2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 12. ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
“; |
გ)
დადგენილების III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 143482.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
.“. |
დ)
დადგენილების მუხლი 14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ე)
დადგენილების მუხლი 15 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ვ)
დადგენილების მუხლი 16 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ზ)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, თანახმად დანართისა; |
თ)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროქტების დაფინანსება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №7 განკარგულების შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები