დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2472 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020357 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2472
2015 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ უზრუნველყოს არაუმეტეს 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის ღირებულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრავალწლიანი (2016-2017 წ.წ) შესყიდვის განხორციელება ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 2016-2017 წლებში მოახდინოს არაუმეტეს 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის რესურსის მობილიზება (მ.შ. 2016 წელს არაუმეტეს − 30 000 000 და 2017 წელს − 20 000 000 ლარისა).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდიდანსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვისთანხისგამოყოფისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1772 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები