„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020353
  • Word
2468
19/11/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
000000000.00.003.020353
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2468

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №173 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს:

ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 49 500 000 (ორმოცდაცხრა მილიონ ხუთასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით;

ბ) სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისთვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა- მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებების ნაწილობრივ სუბსიდირების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის გადარიცხვა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი