„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016340
42
02/12/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
280120000.22.026.016340
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №42

2015 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში შეტანილ იქნეს   ცვლილება და ბრძანებას დაემატოს 213 და 214 პუნქტები  შემდეგი რედაქციით:

,,213. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომელთა დარიცხულ ხელფასებს (ამ ბრძანების ამოქმედების წინა დღის მდგომარეობით), სამხედრო თანამდებობებიდან სამოქალაქო თანამდებობებზე გადასვლასთან (გადანიშვნასთან) დაკავშირებით დააკლდება თანხა, შეევსებათ ხელფასის დანაკლისი. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარიცხული ხელფასის ოდენობამდე შესავსები თანხის ზღვარი თითოეული თანამდებობისათვის განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დარიცხული ხელფასი მოიცავს ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტულ დანამატს, მე-20 და 23-ე პუნქტებით განსაზღვრულ დანამატებს.

214.  213  პუნქტის მოქმედება ძალაშია 2017 წლის პირველ იანვრამდე.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი ნოემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ლოლაძე