სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020344
  • Word
2459
19/11/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
000000000.00.003.020344
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 459

2015 წლის 1 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

            საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის,  23  პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

         1. ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-ხორგას“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ელექტროგადამცემი ქსელის 500/220 კვ ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  (ს/კ: 204995176 ), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ –  ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წალენჯიხისა და კოლხეთის სატყეო უბნებში მდებარე 16 118 კვ.მ ფართობით, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს 2 (ორი) წლამდე.

        2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა შემდეგი სახეობები:

        ა) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer ) –  57 ინდივიდი;

       ბ)  კაკლის ხე (Juglans regia L)  –  7 ინდივიდი;

       გ) კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)  –  17 ინდივიდი;

       დ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill ) – 404 ინდივიდი.

       3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:

        ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას –  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს წითელ  ნუსხაში  შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

       ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სსიპ –  ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სსიპ –  ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით. 

       4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ –  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                           ირაკლი ღარიბაშვილი