საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, სს „გალტ ენდ თაგარტის“ და სს „ზოტი ჰიდროს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020341
  • Word
2456
19/11/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
000000000.00.003.020341
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, სს „გალტ ენდ თაგარტის“ და სს „ზოტი ჰიდროს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2456

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, სს „გალტ ენდ თაგარტის“ და სს „ზოტი ჰიდროს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, სს „გალტ ენდ თაგარტის“ და სს „ზოტი ჰიდროს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი. 

2. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია სს „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №7 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტიის (240,000.00 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე სს „ზოტი ჰიდროს“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს სს „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 240,000.00 აშშ დოლარის ოდენობით.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი                         ირაკლი ღარიბაშვილი