სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020337
  • Word
2452
19/11/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
000000000.00.003.020337
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

 

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 452

2015 წლის 1 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო   საკუთრებაში არსებული   უძრავი  ქონების   სს   „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ოქროყანაში  მდებარე  30.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  01.15.07.002.037) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს  სს „თელასს“  (ს/კ 202052580).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი