დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ა(ა)იპ − საზოგადოება „ბილიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის №2267 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2447 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020332 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №24 47
2015 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ა(ა)იპ − საზოგადოება „ბილიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის №2267 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ა(ა)იპ − საზოგადოება „ბილიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის №2267 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ა(ა)იპ − საზოგადოება „ბილიკმა“ უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის შეტანა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (სადეპოზიტო ანგარიშზე ძირითადი თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ბანკისათვის ქონების მესაკუთრის მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე);“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები