„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017066
159/ნ
03/12/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
040030000.22.022.017066
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №159/ნ

2015 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის № 125/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 03.09.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016645) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. აკადემიურ საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„8. რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს, რომელსაც გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები:

„ნ1. ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;

 ნ2. ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს თანამდებობის დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;“;

4. მე-14 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.“;

5. მე-15 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“;

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:

„ზ1. რექტორთან შეთანხმებით ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტს თანამდებობის დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

 ზ2. განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს  და მათ დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.“.

7. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, 4 წლის ვადით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.“;

8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, შესაბამის ფაკულტეტზე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.“.

9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.“.

10. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 8 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 8 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“.

11. 32-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“.

12. 35-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.“;

გ) მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე