დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020329 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2443
2015 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „შ1“ ქვეპუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად:
1. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ იქნეს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.
2. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები