დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020314 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2429
2015 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 01 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში „Agro+Food+Drink+Tech Expo 2015“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებისა და ფერმერთა მონაწილეობის მიღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები