წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020309
2424
11/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
000000000.00.003.020309
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2424

2015 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე - „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ 2015 წლის 12 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან,   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 41 223 (ორმოცდაერთი ათას ორას ოცდასამი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ი. ღარიბაშვილი