შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020307
  • Word
2422
10/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
000000000.00.003.020307
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2422

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) განახორციელოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უდაბნოს ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ თოხლიაურში მდებარე სათავე ნაგებობიდან (არტეზიული ჭაბურღილები) მიმავალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 4 700 000 (ოთხი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების შემდგომი დაფინანსების მიზნით წინადადებების წარმოდგენა.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი