„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020306
  • Word
2421
10/11/2015
ვებგვერდი, 01/12/2015
000000000.00.003.020306
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №242 1

2015 წლის 1 0 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201 5 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის გამოუყოს 524 490 (ხუთას ოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების 1.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.5 ხობის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 121 000 (ას ოცდაერთი ათასი) ლარი დანართი 5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.8 ქვეპუნქტი:

„1.8 ცაგერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარი დანართი 8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

დ) განკარგულების დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) განკარგულებას დაემატოს დანართი 8 თანდართული რედაქციით.

პრემიერ - მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი