დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016367 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №74 დადგენილებაში www.matsne.gov.ge 15.12.2014 წ., 190020020.35.143.016303) „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14 305,7 ათასი ლარის ოდენობით :
;“ დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10 933,4 ათასი ლარის ოდენობით:
;“ ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9 502,4 ათასი ლარის ოდენობით:
;“ ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 360,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 520,7 ათასი ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 160,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
;“ ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
;“ თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ი. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 11) დაგეგმილია 2014 წელში დაწყებული სამუშაოების დასრულება, გათვალისწინებულია აგრეთვე ხაშურში გაგარინის ქუჩა №84-ში მდებარე მრავალბინიანი სახცოვრებელი სახლის სახურავზე წყლის შემკრები ღარების მოწყობა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით გამოყოფილი თანხით დაგეგმილია ხაშურში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და №4 საბავშვო ბაღის სახურავების რეაბილიტაცია. ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ზ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) დასრულდება ქალაქ ხაშურსა და დაბა სურამში მდინარე სურამულას დამცავი კედლების ავარიული მონაკვეთების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდება სოფელ ქვიშხეთში მდინარე შოლას მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით გამოყოფილი თანხით დაგეგმილია ხაშურში მდინარე სურამულაზე და დაბა სურამში მდინარე ბიჯნისულაზე ახალი ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, დაგეგმილია აგრეთვე ხაშურსა და დაბა სურამში ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და ხიდების რეაბილიტაცია. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით გამოყოფილი თანხით გათვალისწინებულია მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა.“; კ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები