„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016143
32
26/11/2015
ვებგვერდი, 27/11/2015
300280000.16.009.016143
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №32

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისას კვალიფიციური საწარმოსთვის იმპორტის (გაცვლის შემთხვევაში იმპორტის) ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

T = (Tიმპ. X E + Uსაბ. + Uმომს. + Uრეგ. + Uბანკ.) / E ,

 სადაც:

T – იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);

Tიმპ. – შესაბამისი იმპორტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასი (ლარი/კვტსთ) ან ელექტროენერგიის გაცვლის კოეფიციენტი; 

E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტსთ);

Uსაბ. – საბაჟო მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური (ლარი);

Uრეგ. – რეგულირების საფასური (ლარი);

Uმომს. – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში Uმომს. = 0);

Uბანკ. – საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის უზრუნველსაყოფად, კვალიფიციური საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსთვის წარდგენილი საბანკო გარანტიის მომსახურების საფასური (ლარი).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირველ პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორი თვის იმპორტის სახელშეკრულებო ღირებულების ჯამს. ამასთან, საბანკო გარანტიის საზღაური პირველი  საანგარიშო  პერიოდისათვის  არ უნდა აღემატებოდეს  საგარანტიო  თანხის 0,50%-ს, ხოლო ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის საგარანტიო თანხის 0,20%-ს. იმპორტის დაწყებამდე გაწეული საბანკო გარანტიის ყველა ერთჯერადი ფაქტობრივი ხარჯი აისახება იმპორტის განხორციელების პირველ საანგარიშსწორებო პერიოდში, ხოლო საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ყველა  სხვა ხარჯი იმპორტის  ტარიფში  აისახება მათი ფაქტობრივად გაწევის საანგარიშო პერიოდების შესაბამისად.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი