დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016142 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 432 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508) პირველ მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8) შპს „რუსთავის წყლის“ მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,343 ლარი/მ3, მათ შორის: ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,316 ლარი/მ3; ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,027 ლარი/მ3;
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 1,754 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის: ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,618 ლარი/სულზე/თვეში; ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,136 ლარი/სულზე/თვეში;
გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,284 ლარი/მ3, მათ შორის: გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,106 ლარი/მ3; გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,178 ლარი/მ3. “.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები