დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016583 |
|
„სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №148 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №148 ბრძანებაში (სსმ,010320040.22.038.016563, 20/10/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მოსამსახურე სერტიფიკატის განახლების მიზნით 3 წელიწადში ერთხელ გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსებს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდებს. გამოცდების შედეგები მიიღება ცოდნის შეჯამებით, წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით (წესის დანართი №4).“. 2. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 31. გარდამავალი დებულება 1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოქმედი თანამშრომლების გადამზადების (სერტიფიცირების) პროგრამას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოქმედი თანამშრომლების გადამზადებისას (სერტიფიცირებისას) გამოცდების შედეგები მიიღება ცოდნის შეჯამებით, წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით (წესის დანართი №4), რომლის შესახებაც მოქმედ თანამშრომლებს ეცნობებათ სასწავლო პროცესის დაწყებისას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები