დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016257 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში (www.matcne.gov.ge, 30.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.104.016160) შეტანილი ქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
|
ა)
28-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან, 47-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, 57-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, 128-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან და 132-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება: „ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით“; |
ბ)
119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; |
გ)
ზოგიერთი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: |
გ.ა)
22-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.“; |
გ.ბ)
33-ე მუხლი:
„კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მისი დღის წესრიგი, სხდომის თავმჯდომარისა და მასში მონაწილე წევრთა ვინაობა, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.“; |
გ.გ)
86-ე მუხლის მე-6 პუნქტი:
„6. ბიუჯეტის პროექტებზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) აქვეყნებს საკრებულოს აპარატი გამგებლის მიერ მისი შემოტანიდან 3 დღის ვადაში.“; |
გ.დ)
90-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა და ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები წარედგინება საკრებულოს აპარატს და ქვეყნდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“; |
გ.ე)
131-ე მუხლი:
„131. საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან დაწარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“; |
გ.ვ)
132-ე მუხლის მე-6 პუნქტი:
„6. საკრებულოს მუშაობის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 126-ე მუხლით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები