„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.018980
594
25/11/2015
ვებგვერდი, 27/11/2015
190040000.10.003.018980
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594

2015 წლის 25 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში ფონდი) დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები (შემდგომში წესი) განსაზღვრავს ადგილობრივი და რეგიონული პრობლემების წარმოჩენისა და გადაწყვეტისათვის,  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფონდიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად საჭირო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენების წესს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები მოიცავს მუნიციპალიტეტ(ებ)ში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას; წყალგაყვანილობას, წყალარინებას; ხიდების რეაბილიტაციას; გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას; სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას; საკანალიზაციო სისტემების და მუნიციპალური ნარჩენების მართვას; საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ, აგრეთვე  მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტებს.

3. პროექტი რეგიონულად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს.

4. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს.

5. დასაშვებია, ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტის თანადაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 2. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურა

1. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო რეგიონული პროექტების შესახებ წინადადებას მუნიციპალიტეტების გამგებლები/მერები ან სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი (შემდგომში გუბერნატორი).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსების თაობაზე, მუნიციპალიტეტ(ებ)ის გამგებლ(ებ)ის/მერ(ებ)ის/გუბერნატორის წინადადება (შემდგომში წინადადება) მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები) დაფინანსების მიზნით,  თანხის მოთხოვნას და საპროექტო წინადადებას №1 დანართის  შესაბამისად,  ან უკვე არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, თანხის მოთხოვნას და №2 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო რეგიონული პროექტების ინიციირების მიზნით მუნიციპალიტეტების გამგებლები/მერები/გუბერნატორი შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების თაობაზე,  გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო რეგიონული პროექტების შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოები. გუბერნატორის წინადადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების საკრებულოები გადაწყვეტილებას იღებენ წინადადების მოწონებისა და წინადადებისთვის შემდგომი მსვლელობის მისაცემად, გუბერნატორისათვის მიმართვის შესახებ.

5. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები) დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან/გუბერნატორის ადმინისტრაციის სახსრებით ან კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტ(ებ)ის გამგებელი/გამგებლები/მერ(ებ)ი/გუბერნატორი წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო).

7. სამინისტრო, მუნიციპალიტეტ(ებ)ის გამგებლების/გამგებლის/მერ(ებ)ის/გუბერნატორის მიერ წარდგენილ წინადადებას, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განსახილველად წარუდგენს „საქართველოს რეგიონული განვითარების  2010-2017 წ.წ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში კომისია).  

8. კომისიის მიერ წინადადების განხილვის შედეგად, წინადადების შესახებ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის დაფინანსების მიზნით,  შესაბამისი სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამინისტრო კომისიის შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ფონდიდან მუნიციპალიტეტ(ებ)ისათვის/გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის სახსრების გამოყოფის თაობაზე.

10. ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტ(ებ)ი/გუბერნატორი.

მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის კრიტერიუმები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მიმართულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების აღსრულებისაკენ;

ბ) ასახულია შესაბამისი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულ, შესაბამისი რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში;

გ) თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობის ან რეგიონული პროექტის განხორციელების მინიმალური ღირებულება არის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის ან რეგიონული პროექტი, თუ ის აკმაყოფილებს იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრომ შეიძლება წარუდგინოს კომისიას იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტ(ებ)ის გამგებელი/გამგებლები/მერ(ებ)ი/გუბერნატორი  სამინისტროს წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას.

3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა მიენიჭება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონულ პროექტს, რომლის:

ა) თანადაფინანსება იგეგმება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან/ გუბერნატორის ადმინისტრაციის სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით;  

ბ) განხორციელება დაწყებულია ადგილობრივი თვითმმართველობის/ რეგიონული პროექტის წარდგენის წლის წინა წელს/წლებში.

4. კომისია უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის/ რეგიონული პროექტისათვის დამატებითი დოკუმენტაციის სახით მოითხოვოს საპროექტო დოკუმენტაციაზე ექსპერტის დასკვნა.

მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების განხორციელების მიმდინარეობა

1. სამინისტრო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტი(ებ)დან/ გუბერნატორისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტ(ებ)ი/გუბერნატორი ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში, წარუდგინოს სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. გუბერნატორი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)იდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტები დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და რეგიონული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში  წარუდგინოს გუბერნატორს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები.

3. სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია, განახორციელოს ფონდიდან ამ წესის საფუძველზე დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის, ხოლო გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ადგილზე დათვალიერება, რაც გულისხმობს აღნიშნული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას.

4. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტების და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული, ადგილზე დათვალიერების შედეგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს კომისიას, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტ(ებ)ს/გუბერნატორს მისცეს რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

5. სამინისტრო ფონდიდან დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების განხორციელების თაობაზე, კომისიას ანგარიშს წარუდგენს წელიწადში 2-ჯერ, არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივლისისა და მომდევნო წლის 20 იანვრისა.

6. კომისია საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხორციელების თაობაზე, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის მომდევნო წლის 20 იანვრისა.

 

 

 

 

 

 


_________________

 

მუნიციპალიტეტი

       

 

დანართი №1

საპროექტო წინადადება

             

 

(ლარი)

 

 

საპროექტო

წინადადების

დასახელება

პროექტის სავარაუდო ღირებულება

.. მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა ლარში

.. თანადაფინანსება

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვებისთვის მოთხოვნილი თანხა

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


             
 

მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.

     

 

 


__________________ მუნიციპალიტეტი

     

დანართი №2

 

 

 

 

 

 

 

           

(ლარი)

 

პროექტის დასახელება

პროექტის სრული ღირებულება (საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულების გარეშე)

მ.. მიმდინარე წელს ფონდიდან მოთხოვნილი თანხა

მ.. თანადაფინანსება

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 


 

მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.