„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 11/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016832
377
26/11/2015
ვებგვერდი, 27/11/2015
200090000.22.033.016832
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №337

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ., 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინტრუქციის:

1. 751 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი – საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.“.

2. 753 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე;“;

ბ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;“;

 გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა  და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია);“.

3. 754 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.

3. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია) შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.“.

4.  755 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს წარედგინება სხვა საქონლისგან დამოუკიდებლად.“.

5. 756 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შეუფუთავი საქონელი იდენტიფიცირების მიზნით ექვემდებარება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებას, ხოლო შეფუთული საქონელი  მოწმდება  ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე.“.

6. დანართი №III–26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური