დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების,შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.166.016242 |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, შენობა- ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლისა და „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 თებერვლის №7 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.166.016135. 17.02.2014წ.)
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების, შენობა ნაგებობების და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
წინამდებარე წესი განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების,გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა- ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესს და პირობებს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (თუ შენობა-ნაგებობა იურიდიული პირის საკუთრებაა), რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.) საფუძველზე კანონიერად ფლობს ბინას, შენობას ან მიწას. 4. შენობა-ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. 5. მიწის ნაკვეთი – უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებას. 6. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით. |
მუხლი 3.
ნუმერაციის მოთხოვნა
|
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან კანონიერი მესაკუთრის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე, როდესაც მესაკუთრე ადმინისტრაციული ორგანოა.
2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს: - თუ განმცხადებელი დაინტერესებული პირია – აღნიშნული შენობის/შენობების, ბინის/ბინების, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ნუმერაციის თაობაზე; - თუ განმცხადებელი მესაკუთრეა – აღნიშნული შენობის/შენობების, ბინის/ბინების, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; - თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და აღნიშნული შენობის/შენობების, ბინის/ბინების, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 4.
უფლებამოსილი ორგანოები |
გადაწყვეტილებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაციის მინიჭების /ნუმერაციის ცვლილების შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
|
მუხლი 5.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი
|
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის ცვლილების ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) ახალი შენობის/შენობების აშენება; დ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; ე) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. |
მუხლი 6.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა- ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის საფუძველი
|
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა, ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ან/და შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების, შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთის გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ან/და შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის მოთხოვნა. 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. |
მუხლი 7.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთების ნუმერაცია
|
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე –
არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით. 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. |
მუხლი 8.
გადაწყვეტილების მიღების წესი
|
განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების, შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის ნუმერაციის შესახებ განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამზადებს დასკვნას ნუმერაციის მინიჭების/ნუმერაციის ცვლილების შესახებ და ამ დასკვნის საფუძველზე მომზადებული განკარგულების პროექტს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საკრებულოს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები