„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016197
2-251
30/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
010320040.22.032.016197
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-251

2015 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13.11.2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკას (დანართი №8)“:

) დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

„მუხლი 32

სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ინფორმატიკის, მათემატიკის ან ფიზიკის სპეციალობით;

ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დ) სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ე) MS Office Word, Excel, Access, Power poi№t, Outlook ცოდნა;

ვ) სასურველია SPSS და STATA-ს ცოდნა;

ზ) კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი.“;

ბ) მე-8 მუხლის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“.

2. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების თანაშემწეებისა და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №10).“.

3. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის, მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის და მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №10)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია

„დანართი №10
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების თანაშემწეებისა და მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება ბაკალავრის  ხარისხი;

ბ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ ან ასისტენტად, ან ოფისის მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point, excel);

ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან (წერილებთან) მუშაობის გამოცდილება.

მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება  ბაკალავრის ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მსგავს პოზიციაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (microsoft word, outlook, power point,excel);

ე) უპარატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს ვისაც გააჩნია ოფიციალურ კორესპონდენციასთან (წერილებთან) მუშაობის გამოცდილება.

მუხლი 3
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;

ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწედ/ასისტენტად ან ოფისის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;

დ) მსგავს პოზიციაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ე) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;

ვ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების MS Word, Excel, Outlook, Power point ცოდნა;

ზ) ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

თ) განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

მუხლი 4
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების მდივან-სპეციალისტის,  მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია I-II თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება;

დ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №167 განკარგულება.“ .