დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 20/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016089 |
|
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060)
დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში" შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის: ა) ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) გათავისუფლება“ (Exemption) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) პერიოდული ოფიცილური გამოცემის ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციების“ – Doc 9284 AN/905 (შემდგომ - ტი-ები) დებულებებისგან გათავისუფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომლის გადაზიდვა იკრძალება ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მათზე არ ვრცელდება ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები"; შენიშვნა: გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი, ექსპლუატანტის, ტრანზიტის, გადაფრენისა ან დანიშნულების სახელმწიფო. ბ) ,,ს“ და ,,ტ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ს) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვას, რომლის შედეგად პირი იღებს სხეულის მძიმე დაზიანებას, რაც შეიძლება დამთავრდეს სიკვდილით, ან იწვევს ქონების ან გარემოს მნიშვნელოვან დაზიანებას; ,,ტ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმერი საავიაციო მოვლენა, (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) რომელმაც გამოიწვია ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანება, ქონების ზარალი, გარემოს დაზიანება, ხანძარი, ტვირთის დაზიანება, დაბნევა, სითხის ან რადიაციის გაჟონვა და სხვა მოვლენები, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებული დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. ასევე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა. რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, ან მასზე მყოფ პირებს. '' გ) ,,წ “ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ,,თანხმობა“ (Approval) - შემდგომ ,,თანხმობა“ სააგენტოს ან სხვა შესაბამისი სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს გადაზიდვის უფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდით და რომლებზეც ვრცელდება ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები“; შენიშვნა: თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო შესაძლოა იყოს გამგზავნი და დანიშნულების სახელმწიფო, თუ ტექნიკური ინსტრუქციებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ’’, ,,ჰ1 “, ,,ჰ2,“,,ჰ3’’ და ,,ჰ4’’ პუნქტები: ,,ჰ) დანიშნულების სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს საჰაერო ხომალდიდან ტვირთის საბოლოო გადმოტვირთვა. ჰ1 ) გამონაკლისი - ამ წესით განსაზღვრული ნორმა, რომელიც ათავისუფლებს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთს იმ მოთხოვნებისაგან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მის მიმართ. ,,ჰ2) შეფუთვა - სათავსო და ნებისმიერი სხვა კომპონენტი ან მასალა, რომელიც აუცილებელია ამგვარი სათავსის შეკავების ფუნქციის შესრულებისათვის. ,,ჰ3) სატვირთო საშუალება - ნებისმიერი სახის სატვირთო კონტეინერი, საჰაერო ხომალდის კონტეინერი და საჰაერო ხომალდის პალეტი ბადით ან ბადით დამცავი თავსახურის (ხუფის) ზემოთ. შენიშვნა : ეს განმარტება არ მოიცავს გადაფუთვის განმარტებას. ,,ჰ4) დანიშნული საფოსტო ოპერატორი - ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც დანიშნულია საქართველოს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული იმ ვალდებულებების შესრულების მიზნით, რომლებიც წარმოიშობა „მსოფლიოს საფოსტო კონვენციით“. 2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის მოთხოვნებსა და პირობებს“ 3. წესის მოთხოვნები ვრცელდება, საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე და ასევე ყველა იმ პირზე (სხვა ქვეყნის ავიაგადამზიდველების ჩათვლით), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვას.” 3. მე-3 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „1.1 თუ დაუყოვნებელი უსაფრთხოების მიზნებისათვის მიღებული ტექნიკური ინსტრუქციების ცვლილება, არ არის განხორციელებული სააგენტოს მიერ, სააგენტო უფლებამოსილია ხელი შეუწყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას საქართველოს საჰაერო სივრცეში, როდესაც ეს ტვირთი იგზავნება ჩიკაგოს კონვნციის წევრი სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილებებით დადგენილი წესების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვა მთლიანად შეესაბამება ახალ მოთხოვნებს“. ბ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.) სახიფათო ტვირთები, ინფიცირებული ცოცხალი ცხოველების ჩათვლით, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ „გათავისუფლების“ და/ან „თანხმობის“ საფუძველზე, ამ წესის მე-9 და მე-10 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: ,,14. თუ სააგენტო მიიღებს ტექნიკური ინსტრუქციებისგან (ტი-ები) განსხვავებულ წესს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით, სააგენტო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.“ 4. მე-8 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც გამიზნულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და ნაკეთობების ჩასანაცვლებლად, ან რომელიც უკვე ჩანაცვლდა, გადაიზიდება ამ წესისა და ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად;“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: ,,6. ექსპლუატანტის ის მასალები, რომლებიც განეკუთვნება სათადარიგო ნაწილებს (COMAT), გადაზიდული უნდა იქნეს ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად. 7. კონკრეტული ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც გადაიზიდება მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიერ, გათავისუფლებულია ამ წესის მოთხოვნებისგან იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია ტექნიკური ინსტრუქციებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“ 5. მე-9 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ტი-ების 3-1 ცხრილის 10, 11, 12 და 13 სვეტში მითითებული გადასაზიდად აკრძალული ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებზედაც ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები ვრცელდება გადაიზიდება სააგენტოს მიერ გაცემული ,,თანხმობის“ საფუძველზე; 2. ტი-ების 3-1 ცხრილის 10, 11, 12 და 13 სვეტში მითითებული გადასაზიდად აკრძალული ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებზეც ტი-ების A1 და A2 სპეციალური დებულებები არ ვრცელდება, გადაიზიდება სააგენტოს მიერ გაცემული ,,გათავისუფლების“ საფუძველზე;" ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4.საქართველოს ტერიტორიიდან ტი-ებით ნებადართული რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“ 6. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სააგენტოს მიერ „გათავისუფლება“ გაიცემა თუ: ა) არსებობს განსაკუთრებული გარემოებები სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველსაყოფად; ბ) სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია; გ) სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მოთხოვნების სრული დაცვა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.“ ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საჰაერო გადაზიდვებზე. საქართველოს ტერიტორიიდან მათი გადაზიდვა რეგულირდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.“ 7. მე- 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. მგზავრისა და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად აკრძალული და ნებადართული სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები „მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად ნებადართული და აკრძალული სახიფათო ნივთიერებებისა და ნაკეთობების ნუსხა განისაზღვრება ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად“. 8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ფოსტით 1. „სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ფოსტით აკრძალულია, გარდა ტექნიკური ინსტრუქციებით განსაზღვრული შემთხვევებისა; 2. დანიშნულ საფოსტო ოპერატორს უნდა გააჩნდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკაშირებით პერსონალის მომზადების პროგრამა და პროცედურები, რათა შეძლოს სახიფათო ტვირთის ფოსტით გადაზიდვის კონტროლი. აღნიშნული პროგრამა და პროცედურები დამტკიცებულ უნდა იქნეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ“. 9. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ტვირთის მიღების ზონაში, ტვრთგამგზავნის და სატვირთო აგენტის გაფრთხილების მიზნით, განათავსოს ინფორმაცია თვალსაჩინოდ სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ.“ ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სახიფათო ტვირთის მიღებას, შენახვას და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვას და დამაგრებას ახორციელებს ტი-ების დებულებების მოთხოვნების და/ან ექსპლუატანტის “სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად;“ 10. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) რადიოაქტიური ნივთიერებით გაჭუჭყიანებისას, საჰაერო ხომალდი მოხსნას ექსპლუატაციიდან მანამდე, სანამ რადიაციის დონე, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე, არ დაიწევს ტი-ებით მითითებულ ნიშნულამდე. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში ხელახალი გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური თანხმობით;" ბ) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) მიაწოდოს სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელო იმ პირებს, რომლებიც უწევენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის, სერიოზული ინციდენტის ან/და ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთი გადაიზიდება საჰაერო ხომალდით ტვირთის სახით, საქართველოში რეგისტრირებულმა ან სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა, პილოტისათვის მიწოდებული ინფორმაცია (NOTOC) დაუყოვნებლად უნდა მიაწოდონ საქართველოს ”საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრსა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტებს ამგვარი შეტყობინების ვალდებულება აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ ინციდენტი ან საავიაციო შემთხვევა მოხდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ." დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები: ,,13. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შენახვა მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შემდეგ.“ ,,14. ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეიცავდეს მოთხოვნებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შესახებ.“ 11. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.პერსონალის მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამები საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს ექსპლუატანტების, (მიუხედავად იმისა მინიჭებული აქვს თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლება), დანიშნული საფოსტო ოპერატორებისა და საგენტოს მიერ აღიარებული სპეციალიზირებული სასწავლო დაწესებულებების მიერ, იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (Doc 9284 AN/905) მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული პროგრამები დამტკიცებულ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ“. ,,2. სასწავლო პოგრამებზე დადგენილი მოთხოვნები, მოსამზადებელი და გადასამზადებელი პერსონალის კატეგორიები და მათ მიერ შესასწავლი სასწავლო კურსის შინაარსი განისაზღვრება ტი-ებით. მასწავლებელს (ინსტრუქტორს), რომელიც ახორციელებს პერსონალის მომზადებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვების პროგრამით, უნდა ჰქონდეს გავლილი სწავლება სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებით სათანადო ან მე-6 კატეგორის პროგრამით.“ 12. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. პერსონალის ინფორმირება ექსპლუატანტებმა, ტვირთგამგზავნებმა, დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და სხვა საწარმოებმა, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, უნდა მიაწოდონ თავის პერსონალს ინფორმაცია იმგვარად, რომ მათ შეძლონ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად განხორციელება. აღნიშნულ პერსონალს, ასევე, უნდა მიეწოდოს ინსტრუქციები სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.“ 13. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი: „მუხლი 20. შეტყობინება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის 1. თუ საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები დაადგენენ უფრო შემზღუდველ მოთხოვნებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ტექნიკური ინსტრუქციებით, ამგვარი ინფორმაცია ექსპლუატანტებმა უნდა მიაწოდონ სააგენტოს“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ტექნიკურ ინსტრუქციებში გამოსაქვეყნებლად“. 14. ამოღებულ იქნეს წესის დანართები №№ 1,2,3,4,5. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები