დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"ჯორჯიან ქარდი" |
| მიღების თარიღი | 24/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 11 დეკემბერს, 16:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. №8.
კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ნებადართული კაპიტალის გაზრდა და წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
2. ნებადართული კაპიტალის ფარგლებში აქციების გამოშვება/განთავსება;
3. სს ჯორჯიან ქარდის სტრუქტურის შესაძლო მოდიფიცირება.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 11 დეკემბერს 15:00 საათზე კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2015 წლის 12 ნოემბერი.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ჯორჯიან ქარდის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები